„შევაჩეროთ ქალთა მიმართ ძალადობა"

25 ნოემბერი 2022, 14:20 661 ნახვა

„შევაჩეროთ ქალთა მიმართ ძალადობა" - ქალთა  და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ  კამპანიას ქობულეთის გენდერული საბჭოს ინიციატივით, მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია შეუერთდა.

სიმბოლურად ამ დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს ნარინჯისფერი სამკერდე ნიშნები გადაეცათ. კამპანია მოიცავს  გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში