დეპოზიტების მოცულობა

25 იანვარი 2017, 00:00 1840 ნახვა

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი იანვრისათვის 17  მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის პირველი დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2016 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა. გასული წლის  პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.22 პროცენტული პუნქტით შემცირდა.ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა კი  4.5 პროცენტი შეადგინა,  აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამავე კატეგორიაში