ვიზალიბერალიზაცია

25 იანვარი 2017, 00:00 1429 ნახვა

,,საქართველო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ევროპასთან, როგორც დღეს არის, - ეს განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროკავშირი – საქართველოს საინფორმაციო კამპანიის გახსნაზე გააკეთა.  იმისთვის, რომ  საქართველოს მოსახლეობას მარტივ ენაზე მიეწოდოს ინფორმაცია ევროკავშირისა და საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, იწყება ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია იწყება. პროექტი ასევე  მიზნად ისახავს, აამაღლოს მოქალაქეების ცნობიერება, თუ რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელებამ. მესამე კომპონენტის ამოცანაა გაზარდოს საქართველოს ევროპული ვექტორის მიმართ სოციალური მხარდაჭერა.

ამავე კატეგორიაში