მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია-ევროკავშირის წარმომადგენლობა

28 ნოემბერი 2022, 21:42 603 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში