საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის მოთხოვნა

29 ნოემბერი 2022, 11:21 1565 ნახვა

ქობულეთში, გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა, საფეხმავლო ხიდის მოწესრიგებას ითხოვს. მოსახლეობის თქმით, რამდენიმე დღის წინ მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ  ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

გადასასვლელით  გურამიშვილის, ლესელიძის და რუსთაველის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი  სარგებლობს.

როგორც ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემას იცნობენ, უკვე შედგენილია პროექტი, რომელიც ახალი რკინის ხიდის კონსტრუქციის დამონტაჟებას ითვალისწინებს.

სამუშაოების დასრულებას კი ორ კვირაში ვარაუდობენ.  სამუშაოებისთვის 24-ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში