საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

29 ნოემბერი 2022, 11:21 513 ნახვა

მივესალმებით განცხადებას "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით - ამ შინაარსის განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. გზავნილში, გადაწყვეტილება პოზიტიურ ნაბიჯად არის შეფასებული.

განცხადების მიხედვით, საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია. მმართველი გუნდი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნის.

როგორც განმარტავენ, კანონპროექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.

„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ვენეციის კომისიას, კანონი სამართლებრივად დროულად შეფასდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში