აჭარის მთავრობის სხდომა

29 ნოემბერი 2022, 15:02 537 ნახვა

ნახევარ მილიარდს მიაღწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალი წლის ბიუჯეტი – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბიუჯეტი ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა. მისი თქმით,  პრიორიტეტად რჩება ტურიზმის, განათლებისა და სპორტის სფეროები.  

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პირველ რიგში იგეგმება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, ასევე ახალი წლიდან დაანონსდა სამინისტროებში სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის ამოქმედებაც.

მისივე თქმით, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში