ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი

30 ნოემბერი 2022, 12:04 680 ნახვა

ღია კარის პოლიტიკა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოვების აუცილებლობა - ეს არის მთავარი გზავნილები ბუქარესტიდან, სადაც გუშინ, 14 წლის შემდეგ ისევ დაადასტურეს საქართველოს მხარდაჭერა.   

ერთობლივი დეკლარაციის მეოთხე პუნქტში საუბარია სწორედ საქართველოზე, მოლდოვასა და ბოსნია  ჰერცოგოვინაზე, ამ ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდაზე, რომელშიც კიდევ ერთხელ დადასტურებულია საქართველოსთვის ერთგულება, რომ გაფართოება აუცილებლად მოხდება და ნატოს წევრი ქვეყნები დაეხმარებიან ასპირანტ ქვეყნებს ამ გზის მარტივად და სწრაფად გავლაში.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში