ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 

30 ნოემბერი 2022, 14:36 509 ნახვა

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ადმინისტრაციულ ერთეულებში გრძელდება. ფინანსური დოკუმენტით გათვალისწინებულ პროგრამებს დღეს აღმაშენებლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლები გაეცნენ. დაგეგმილი პროექტები მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელმა წარუდგინა.

მოქალაქეები ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამებით დაინტერესდნენ.  ბიუჯეტის საჯარო განხილვა  2 დღეში დასრულდება. ამის შემდეგ ფინანსური დოკუმენტის ჩასწორებული ვერსია საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება.

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი პროექტის მიხედვით 280 მილიონ ლარს აღემატება.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში