ირაკლი ღარიბაშვილის და ფილიპ რიკერის შეხვედრა

01 დეკემბერი 2022, 12:01 537 ნახვა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და  კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში.

საქართველოს პრემიერმა ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთ გზად მოლაპარაკებები დაასახელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში