„ემპათიის“ დასკვნა - პოლიტიკური შეფასებები

01 დეკემბერი 2022, 14:51 660 ნახვა

ცენტრ ,,ემპათიას“ სამედიცინო დასკვნა დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. მმართველი გუნდისგან განსხვავებით ოპოზიციის უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, მათ შორის ექს-პრეზიდენტის თანაგუნდელები.

ენმ-ში მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯს აზიანებს, განსაკუთრებით კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების გზაზე.

ქართულ ოცნებაში  აცხადებენ,  რომ უნდა დასაბუთდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზის მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოში არაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში