კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა

02 დეკემბერი 2022, 14:46 625 ნახვა

კლინიკა "ვივამედში" მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ტოქსიკოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით სააკაშვილის პოზიციის გასაგებად და ნიმუშების ასაღებად მივიდა.

გამომძიებლის განმარტებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო უწყება სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის საჭირო ნიმუშების აღებას სთავაზობს.

„როგორც ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩაუტარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება, ჩაუტარდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა...

საქმეზე ჩატარებულია საკმაოდ მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დანიშნულია კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზები. ჩვენ ჩავატარეთ ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, ადვოკატირების მოქმედების საფუძველზე დავნიშნეთ დამატებითი ექსპერტიზები. არც ადვოკატების მხრიდან, რომლებიც გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე არიან ჩართულნი გამოძიების პროცესში, ფაქტობრივად, ეცნობოდნენ საქმის მასალებს, არ გაჟღერებულა, რომ შესაძლოა, რაიმე უცხო სხეული ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა თავდაპირველად არ დანიშნულა და ეს არასწორი განცხადებაა, რომელიც გაკეთდა იმიტომ, რომ საქმის მასალებსა და დადგენილებას ადვოკატები გაეცნენ და ჩვენთვის უცნობია, რატომ გამოიტანეს ეს დასკვნა. ადვოკატები ყველა ექსპერტიზის დადგენილებას გაეცნენ“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში