სახელოვნებო სკოლის მშენებლობა ხულოში

03 დეკემბერი 2022, 10:58 1570 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში  სახელოვნებო სკოლის მშენებლობა  მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით ყოფილი სასამართლოს შენობის ადგილას  ორსართულიანი კაპიტალური ადაპტირებული შენობა განთავსდება. სახელოვნებო სკოლაში გამოიყოფა სამუშაო ოთახები, ასევე ოთახები მუსიკალური და სამხატვრო წრეებისთვის. ამავე დაწესებულებაში იქნება ხულოს  სამხატვრო გალერეაც.

პროექტისთვის მერია  მილიონ ნახევარს დახარჯავს.  გარდამავალი  პროექტის  მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს. 

სამუშაოებს დღეს ხულოს მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გაეცნენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში