საპარლამეტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში

03 დეკემბერი 2022, 17:56 543 ნახვა

გერმანია საქართველოს ევროინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებს. მთავარი გზავნილი, თბილისმა ბერლინისგან მიიღო. სამუშაო ვიზიტი გერმანიის დედაქალაქში დასრულებულია.

გერმანელი კანონმდებლები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ და ევროპის გაფართოების საკითხზე დისკუსიაც აქტიურად მიმდინარეობს.

ერმანელ დეპუტატებს მოლოდინი აქვთ, რომ ქვეყანა 12 რეკომენდაციას ეფექტურად შეასრულებს.  სამუშაო ვიზიტი შეაფასა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით საქართველომ მკაფიო გზავნილები მიიღო. 

ამბობს, რომ ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიის სრული მხარდაჭერა აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში