შეხვედრა ბულგარეთის ელჩთან

03 დეკემბერი 2022, 18:02 606 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბულგარეთის ელჩთან საქართველოში ვესელინ ვალკანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ბულგარეთის მხარდაჭერას და გამოცდილების გაზიარებას.

ბულგარეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით.

ქვეყნებს შორის თანამშრომლობა  ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ტურიზმის მიმართულებებს მოიცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში