სტიქიის შედეგად დაზარალებულები ხელვაჩაურში

04 დეკემბერი 2022, 20:02 1869 ნახვა

ხელვაჩაურში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 250 ოჯახი ქირით აგრძელებს ცხოვრებას. მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას ხელვაჩაურის მერიამ გაიყვანა, თითოეული ოჯახის კომპენსირებისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 300-300 ლარი იხარჯება.

ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით  მერიას კიდევ 10-მდე ოჯახმა მიმართა. 

აღნიშნული ოჯახების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გადაწყდება სტიქიის შედეგად დაზარალებულ  ოჯახებს თუ რა სახის დახმარება გაეწევათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში