დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა

05 დეკემბერი 2022, 17:42 658 ნახვა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მეზღვაურები საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს 73 საზღვაო სახელმწიფოში გამოიყენებენ. ასევე მთავრობა კურორტების განვითარების გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დროში გამართავს, ამბობს პრემიერი.  მისივე თქმით, საქართველოში არსებული 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და განვითარების პოტენციალი დამუშავდა. იგეგმება კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების გასაყიდად გამოტანა. ასევე  ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია იწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე. მისი თქმით, ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნეს ბრუნვის ზრდა და არავითარი დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. არაფერი არ იქნებოდა უბრალოდ. ქვეყანას პოლიგონად გადააქცევდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში