საქართველოში აკრედიტებული NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეების ვიზიტი

06 დეკემბერი 2022, 11:20 402 ნახვა

თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან.

შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით განხორციელებული პროექტები და რეფორმები გააცნეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდეს ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში