საარჩევნო რეფორმა

06 დეკემბერი 2022, 11:50 514 ნახვა

პარლამენტში დეპუტატები საარჩევნო კოდექსზე მსჯელობას  მიმდინარე  კვირას განაგრძობენ. ვენეციის კომისიის დასკვნის განხილვას იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის მეორე მოსმენისას გეგმავს მმართველი გუნდი.

ოპოზიციაში კი ამ შემთხვევაშიც ფორმალურ ნაბიჯებზე საუბრობენ "ქართული ოცნების"მხრიდან.  მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ყველა დეტალი ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით გაითვალსიწინეს. ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი შეფასება გუშინ გასაჯაროვდა.

საერთაშორისო სპეციალისტების რჩევები ეხება საოლქო კომისიის წევრებს, ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებს, ასევე ელექტრონული საშუალებების ტექნიკურ საკითხებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში