ევროკომისიის ანგარიში

06 დეკემბერი 2022, 12:02 567 ნახვა

საქართველო ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას განაგრძობს, ასევე მიიღო ზომები კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მეხუთე ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის ახალი რეკომენდაციებია გაწერილი.

საუბარია სავიზო პოლიტიკის, ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში განსახორციელებელ ნაბიჯებზე, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურებზე. მათი რეკომენდაციაა საქართველოს სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიასთან, რომელთაც ევროკავშირში ვიზა სჭირდებათ.

წევრ ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი განაცხადების საკითხის მოგვარება; გაზარდოს ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში;  დაასრულოს მუშაობა ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაზე.ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცედურების სრულად შეუსაბამოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს;  უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის ორგანოს დამოუკიდებლობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში