შეხვედრა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან

06 დეკემბერი 2022, 12:01 468 ნახვა

ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ. ისინი ინდივიდუალურად შეხვდებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. 

განიხილება საკითხი, თუ როგორ სრულდება ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტი და რა არის ამისთვის საჭირო.

ოპოზიცია შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნავს, რომ თუ არსებულ გზას გააგრძელებს ხელისუფლება, ნაკლები შანსია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში