ე.წ. PET კვლევის დაფინანსება იზრდება

06 დეკემბერი 2022, 12:00 888 ნახვა

პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება იზრდება. მომავალი წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კვლევას 90-100 პროცენტით  დააფინანსებს.  

კვლევა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს დაუფინანსდება. პაციენტები აღნიშნული მომსახურების მიღებას ბათუმში, ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში შეძლებენ.  

პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2018 წლიდან ახორციელებს, ამ დრომდე პროგრამით 270 პაციენტმა ისარგებლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში