''ნაციონალურმა მოძრაობამ'' უმაღლეს საბჭოსთან დროშები დაუშვა

06 დეკემბერი 2022, 14:49 565 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა დროშები დაუშვეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობასთან. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, დღეს საქართველოში გლოვის დღე უნდა იყოს, უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების გამო.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ლევან ანთაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობას უნდა მიეღო.

''ქართული ოცნების'' წარმომადგენელმა ტიტე აროშიძემ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ქმედება, რომელიც ოპოზიციამ განახორციელა კანონმდებლობასთან არ არის თანხვედრაში, დროშებს შენობის მიმდებარედ ისევ აღმართავენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში