თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ, არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა - გიორგი ტყემალაძე

06 დეკემბერი 2022, 16:40 412 ნახვა

თბილისის მუნიციპალიტეტმა უკრაინელი ხალხის მიმართ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე არაერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეეხება უკრაინელი გმირების სახელობის ქუჩის სახელდებას, უახლოეს თვეებში საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცედურა უნდა დასრულდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების ნორმალიზებას.

"ელჩის დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვართ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი და მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობების შესაფერისი იქნება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

კასიანოვმა უკრაინის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინელებისადმი მორალური მხარდაჭერისა და დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, კარგი იქნებოდა  თბილისის ქუჩებს უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელები მიენიჭოს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში