ირაკლი შოთაძის ანგარიში

06 დეკემბერი 2022, 20:23 490 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია პროკურატურის საქმიანობის ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის სისხლისსამართლებრივი დევნისა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის შედეგები და ძირითადი ტენდენციები, ცალკეულ დანაშაულზე განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, თანამშრომელთა მოტივაციის გაძლიერება. 2022 წლის 9 თვის ანგარიშში საუბარია ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ე.წ. ,,ქოლ-ცენტრების“, კიბერდანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე და მიღწეულ შედეგებზე. ანგარიშში ასახულია პროკურატურის 2022-2027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ორმხრივ მიდგომას ეფუძნება და როგორც ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის, ასევე ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარების საკითხებს მოიცავს. პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში