ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების მოსმენა

07 დეკემბერი 2022, 14:31 636 ნახვა

გაყალბდა თუ არა 2020 ის არჩევნები? ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელზეც პასუხი დღეს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ თამარ ალფაიძეს დეპუტატებმა მოსთხოვეს. 

ალფაიძემ დეპუტატებს უკვე გააცნო საკუთარი ხედვა და კონცეფცია, ისევე როგორც კიდევ ერთმა კანდიდატმა რევაზ ეგაძემ. ისინი  ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატად პრეზიდენტმა წარადგინა და მათ შორის არ არის  ცესკოს მოქმედი  ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული აქვს, თუმცა უწყებას მაინც ხელმძღვანელობს

სწორედ ამ პრაქტიკას იწუნებს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში არ აქვთ  მოლოდინი, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე ამჯერად შეჯერდებიან, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ისინი იმ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ, რომლებიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. 

დღესვე კანონმდებლები ცესკოს წევრობის კანდიდატებსაც შეხვდებიან.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში