უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში "მეორე ფრონტი" გახსნილიყო - პრემიერი

07 დეკემბერი 2022, 17:48 517 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში "მეორე ფრონტი“ გახსნილიყო.

"რაც შეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რაღაც ითქმის საჯაროდ, ბევრი რამ არ ითქმის, მაგრამ ერთს მთავარს გეტყვით და ყველას შევახსენებ, უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც. ეს ფრონტი და ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური შინაარსის განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, საჯაროდ არ ითქმის.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველანი, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ყველა ქვეყანას და ხალხს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. მე, როგორც ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში, ვარ ვალდებული, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში