რა მოხდა ჰესის მშენებლობაზე

26 იანვარი 2017, 00:00 3355 ნახვა

კინტრიშის ხეობაში ჰესის მშენებლობისას, ნგრევასთან დაკავშირებულ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, მშენებელ კომპანიაში ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მასშტაბები მცირე იყო. ადგილზე მისულ ჩვენ გადამღებ ჯგუფს, განახლებული სამუშაო პროცესი დახვდა. მიზეზად კი, მეწყრული პროცესები დაუსახელეს და არა ტექნიკური. კომპანიის ზარალის გარდა დავინტერესდით-რა ზიანი მიადგა გარემოს და რატომ არ გაითვალისწინეს ის რეკომენდაციები, რომელსაც გარემოსდამცველი ორგანიზაციები გასცემდნენ. ადგილზე გეოლოგები, ამ დრომდე მუშაობენ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში