გერმანიის მთავრობამ ბათუმში წყლის სისტემების მოწყობისთვის 55 მლნ ევრო გამოყო

08 დეკემბერი 2022, 11:51 637 ნახვა

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მლნ ევრო გამოიყო. საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის შესაბამისი სასესხო და საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ქმნის საბაზისო პირობებს ბათუმში ტურიზმის შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში