13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი ამინდი

08 დეკემბერი 2022, 13:57 819 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, 13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი ამინდი.

"13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1 , ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში