ამერიკული გამოცდილების გაზიარება

11 დეკემბერი 2022, 10:39 470 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ამერიკელმა კოლეგებმა გამოცდილება გაუზიარეს. მათ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს აშშ-ის არმიაში არსებული სიახლეები გააცნეს.

ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მხილების ფუნქცია და მამხილებლის დაცვა აშშ-ის არმიაში; გენერალური ინსპექციის როლი საომარი მოქმედებების დროს, სოციალური დაცვის საკითხებში, ასევე, გენდერული და მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტაში.

ქართულმა მხარემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის ძირითადი ასპექტები, გენერალური ინსპექციის ფუნქციები და სტრუქტურა გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ მხარესთან ერთად ერთობლივი ინსპექტირებაც ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში