„ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებს ბლოკჩეინის წესით ჩაატარებენ

12 დეკემბერი 2022, 11:02 453 ნახვა

ენმ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. აღნიშნული  სისტემით არჩევნების ჩატარებას 69 მომხრე და 1 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

სისტემა რომელიც პარტიაში ნიკა მელიას ჯგუფმა წარმოადგინა, ფარული კენჭისყრის საშუალებას იძლევა.ენმ-ს წევრები თანხმდებიან, რომ ახლა მთავარი მიხეილ  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და "რუსი ოლიგარქის" წინააღმდეგ ბრძოლაა.საბჭოს გადაწყვეტილებით, თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია ხვალ საღამოს 6 საათზე შეწყდება.

პოლიტსაბჭოზე შედგა ე.წ. ჯელტმენური შეთანხმებაც, რომელიც მიხედვითაც, პარტიაში თანამდებობები არ შეცვლილა, თუმცა უფლებები შეეზღუდათ პეტრე ცისკარიშვილსა და ზურა მელიქიშვილს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში