რძლის მკვლელობის საქმეზე სასამართლო ჩაინიშანა

13 დეკემბერი 2022, 18:04 748 ნახვა

ახალი დეტალი ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე. პროკურატურის გადაწყვეტილებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და მამამთილს, რომელმაც ხელვაჩაურში რძალი მოკლა ბრალი დაუმძიმდა. მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. თავდაპირველად კი გამოძიება დაიწყო მუხლით, რომლითაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. საგამოძიებო უწყებაში დღეს სასტიკი მკვლელობის მოტივებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ მამამთილმა რძალს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან ესროლა და ქალი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული სისტემატურად სვამდა ალკოჰოლს, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც თებერვალში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა. 63 წლის მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესაფასებლად დაინიშნება ექსპერტიზაც. ცნობილია ბრალდებულის პოზიცია, ის ბრალს არ აღიარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში