„შეიძლება სიმულაციური ქმედების ამსახველი კადრები გავასაჯაროოთ“ - რატი ბრეგაძე

14 დეკემბერი 2022, 12:02 706 ნახვა

“თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, რაც მიზნად ისახავს სასამართლოზე ზეწოლას, იძულებულები გავხდებით, გავასაჯაროოთ გარკვეული კადრები, გარკვეულ სიმულაციებთან ნამდვილად გვაქვს საქმე'' - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ერთერთ არხთან განაცხადა, როდესაც უპასუხა შესაბამის კითხვას.

რატი ბრეგაძის განცხადებით, არსებობს სიმულაციური ქმედებების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, იმის შესახებ, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ხელს უშლიდა მათ შორის ექიმების და სასამართლოს საქმიანობას.

გაასაჯაროებენ თუ არა ამ კადრებს, მინისტრის თქმით, ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა ამის შესახებ საზოგადოების მაღალი ინტერესი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში