მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო - საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო

14 დეკემბერი 2022, 12:35 1155 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური იყო. 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელ ნიკა აბრამიშვილს სასამართლოს ეზოში გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

 სასამართლოსთან შეკრებილები მას კითხვით მიმართავდნენ, თუ რატომ დააყენეს სხდომის ერთი თვით გადადების შუამდგომლობა. სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

მოგვიანებით კი, პენიტენციური სამსახურის იუირისტმა ტერიტორია მანდატურების დახმარებით დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით,  მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 22 დეკემბერს 11:00 გაიმართება. 

"21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“,- განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.

ადვოკატები  სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას ითხოვდნენ.

დღევანდელ სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მონაწილეობის საშუალება დღესაც არ მისცა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში