მთავრობის სხდომა

27 იანვარი 2017, 00:00 2052 ნახვა

აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ციტრუსის სეზონი შეაჯამეს. ლაშა კომახიძის თქმით, ექსპორტზე სულ 29 000 ტონა ციტრუსი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1 500 ტონით მეტია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2017-2020 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაზეც ისაუბრა.  მთავრობის წევრებმა დღეს 5 საკითხი დაამტკიცეს, მათ შორის  საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა  და  ბულვარის ადმინისტრაციის ახალი დებულება, რომელიც ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციაში სტრუქტურულ რეორგანიზაციას ეხება.

ამავე კატეგორიაში