შეფასებები მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე

15 დეკემბერი 2022, 11:30 672 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები დაცვის სტარტეგიას ცვლიან. ეს მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა  ყოფილი პრეზიდნტის  კლინიკა ვივამედში ყოფნის კადრები გაავრცელა. მესამე პრეზიდეტის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ამით მიხეილ  სააკაშვილის როგორც პაციენტის უფლება დაირღვა და, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა პენიტენციური სამსახურის  გადაწყვეტილებას კადრების გასაჯაროვებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს შორის. მმათველ გუნდში იწონებენ ამ ყველაფერს და მიაჩნიათ, რომ  მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელა  პენიტენციურმა სამხსახურმა.   

პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებამ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან და სრულფასოვნად არ იკვებება.ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ  ეს არის  მორიგი ნაბიჯი დასავლეთის რეკომენდაციების წინააღმდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში