აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი

15 დეკემბერი 2022, 17:36 547 ნახვა

აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ბოლო ვისაც ალი ასადოვი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები იყვნენ, შეხვდა სალომე ზურაბიშვილსაც. მანამდე კი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. საქართველოში ვიზიტი ალი ასადოვმა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით დაიწყო,გაიმართა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაც.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში