მიხეილ სააკაშვილის კადრების საქმე

15 დეკემბერი 2022, 19:44 612 ნახვა

ძალადობის კასკადი, ტერორი, მედიკოსების შეურაცხყოფა, სიმულაცია და აბსოლუტურად არასერიოზული მიხეილ სააკაშვილი -ასეთი შეფასებები ისმოდა დღეს სახელისუფლებო პარტიის რიგებიდან და მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების ნახვის შემდეგ. ოპოზიციის ნაწილმა კი, ისევე როგორც ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედება ამოიკითხეს და მათთვის გაუგებარიც დარჩა რა მიზანი ჰქონდა ვიდეომასალის გავრცელებას. დღის ბოლოს კი ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღეს და ენმ-ში რამდენიმე დეპუტატმა შიმშილობა გამოაცხადა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში