საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

15 დეკემბერი 2022, 19:44 540 ნახვა

პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა ევროკავშირის ანგარიშსაც. მმართველ გუნდში ანგარიშს არასერიოზულს უწოდებენ, ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ მკაფიო გზავნილი უნდა იყოს. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა. გარდა ამისა, სარეკომენდაციო ანგარიშში წელს მოხვდა ჩანაწერები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. არის მოწოდება საქართველოს პრეზიდენტისადმი შეიწყალოს ნიკა გვარამია. ასევე არის მოწოდება ევროკავშირის სტრუქტურების მიმართ შეისწავლონ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირები რუსეთის ფედერაციასთან და დამტკიცების შემთხვევაში გატარდეს შესაბამისი ზომები, მათ შორის დაწესდეს პერსონალური სანქციები.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში