ომბუდსმენის არჩევის პროცესი

16 დეკემბერი 2022, 11:26 540 ნახვა

დღეს საკანონმდებლო ორგანოში საშემოდგომო სესია იხურება. ამის მიუხედავად, პარლამენტი მუშაობას არ წყვეტს და მომდევნო კვირაში რიგგარეშე სხდომებია ჩანიშნული. რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე შეთანხმების შემთხვევაში დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ სახალხო დამცველობის კანდიდატს. 

შეთანხმებისთვის მორიგი შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სავარაუდოდ დღეს შედგება. შეძლებენ თუ არა მხარეები საერთო კანდიდატზე შეჯერებას, კვლავ ბუნდოვანია.

ოპოზიციურ სპექტრში "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სწორედ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული მივლენ თუ არა კონსენსუსამდე.

ოცნებაში კი ამბობენ, რომ სწორედ ოპონენტებმა უნდა დათმონ საკუთარი ხისტი პოზიციები. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევას მაღალი კვორუმი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში