უკრაინის საგარეო უწყება ხელისუფლებას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს 

16 დეკემბერი 2022, 11:25 435 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. 

უწყება საქართველოს ხელისუფლებას მისი სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. უწყება საქართველოს ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, მიეცეს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის უფლება უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს.

მათი განცხადებით, უკრაინა ახლოდან აკვირდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელების, განსაკუთრებით კი მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და ინტერესების დაცვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში