შიმშილობის მეორე დღე პარლამენტში

16 დეკემბერი 2022, 12:02 662 ნახვა

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მეორე დღეა შიმშილობენ. მიხეილ სააკაშვილის ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენება პოლიტიკოსების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებების საგანია, განსხავვებული მოსაზრებები აქვთ საკითხზე თავად ნაციონალურ მოძრაობაში. 

პროტესტის ამ ფორმას ფრაქციის წევრების ნაწილი არ ეთანხმება.  ისინი აანონსებენ, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადიყვანენ, მანამ შიმშილობას არ შეწყვეტენ.

მოშიმშილე დეპუტატების მოსანახულებლად ცოტა ხნის წინ შალვა პაპუაშვილი მივიდა. პარლამენტის თავმჯომარემ პროტესტის რეჟიმში გადასულ დეპუტატებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში