პარლამენტი რატი ბრეგაძეს უსმენს - ენმ ბოიკოტის რეჟიმშია

16 დეკემბერი 2022, 15:02 811 ნახვა

ხმაურით და ბოიკოტით დაიწყო სხდომა პარლამენტში, რომელზეც რატი ბრეგაძეს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. "ნუ მოკლავ!" - იუსტიციის მინისტრს ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები სააკაშვილის ფოტოებით და შეძახილებით დახვდნენ. მას შემდეგ, რაც მანდატურებმა დეპუტატ ანა წითლიძეს სხდომა დაატოვებინეს, დარბაზიდან საკუთარი ნებით გავიდნენ თანაპარტიელებიც.

საპასუხოდ იუსტიციის მინისტრმა კი ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ პოლიტიკური კულტურა დაუწუნა. ამის შემდეგ კი რატი ბრეგაძემ საკუთარი უწყების ანგარიშის წარდგენა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში