ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება - ერთობლივი ბრიფინგი

19 დეკემბერი 2022, 11:09 467 ნახვა

''სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს.

მან ბრიფინგზე არასამთავრობო თუ იურიდიულ კომპანიებს მიმართა, ერთობლივად მომზადდეს სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ არა მხოლოდ 2008 წლის ომის, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული რუსეთის ყველა აგრესიული ქმედების ზიანი ანაზღაურდეს.

გიორგი ვაშაძე დაინტერესდა, აქვს თუ არა ხელისუფლებას რაიმე ტიპის სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე და აღიძრა თუ არა ქართული მხარის მიერ ეჭვმიტანილებზე სისხლის სამართლის საქმე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში