პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებზე კონსულტაციები გრძელდება

19 დეკემბერი 2022, 11:20 560 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველობის კანდიდატებზე კონსულტაციები გრძელდება, თუმცა არ დრომდე არ ჩანს ოპონენტების მხრიდან საერთო კანდიდატზე შეჯერების პერსპექტივა.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი 8 კანდიდატთან დაკავშირებით იმსჯელებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კომპრომისი ხელისუფლებისგან უნდა მოდიოდეს და ახსენებენ მმართველ გუნდს, რომ კომპრომისი უკუსვლას არ ნიშნავს. შეთანხმებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს უმრავლესობა.

ომბუდსმენის დასამტკიცებლად 90 ხმაა საჭირო, რაც დღეს პარლამენტში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, რის გამოც პოლიტიკური კონსესუსის არსებობა არის გარდაუვალი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში