პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის 8 კანდიდატს უსმენენ

19 დეკემბერი 2022, 11:21 588 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან საკომიტეტო მოსმენის ბოლო დღეს არამოსამართლე წევრობის კიდევ 8 კანდიდატს მოუსმენენ.  შემდეგ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრის პროცედურები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაშივე გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც ოპოზიციასთან შეთანხმება უწევს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ექნებათ შეხვედრა და კონსულტაციები ჯერ გუნდში, შემდეგ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რადგან დააახლოვონ პოზიციები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის  კანდიდატები ე.წ. გავლენიან ჯგუფზე საუბრობენ, რაზეც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ „ ზოგადი შეფასებები ბევრს არაფერს ნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ, მათი თქმით, ზოგიერთ დაინტერესებულ პირს აქვს კონკრეტული დღის წესრიგი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში