ქობულეთის "ნაციონალური მოძრაობის " წევრები ქობულეთის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ

19 დეკემბერი 2022, 14:06 615 ნახვა

უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბოიკოტი ამჯერად ქობულეთის საკრებულოს  გამოუცხადეს.

ოპოზიციის წევრები საკრებულოსა და ფრაქციის სხდომებს მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო აღარ დაესწრებიან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გადაიყვანენ.  აცხადებენ, რომ ბრძოლას სხვა ფორმატში გააგრძელებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში