შეწყალებულებმა საპატიმრო დატოვეს

28 იანვარი 2017, 00:00 1955 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები  გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო დაახლოებით 2 თვეში უნდა დაეტოვებინათ. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც სხვა შტომ ვერ გააკეთა - მან აღადგინა სამართლიანობა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გიზო ღლონტმა სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირი: ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი იყო ბრალდებული. ყოფილ მსჯავრდებულებს დაწესებულებასთან ახლობლები, ოჯახის წევრები და პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები დახვდნენ. შეგახსენებთ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირებს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილ 4 მლნ 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. თუმცა, მათ სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირა და სასჯელის სახედ წელიწადი და 6 თვე განუსაზღვრა.

ამავე კატეგორიაში