შეფასებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

21 დეკემბერი 2022, 19:53 589 ნახვა

ოპოზიციური პარტიები სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებას არ იზიარებენ.ამბობენ, რომ მათ უწყების ნდობა არ აქვთ. ქართული ოცნების დეპუტატებს კი, კითხვის ნიშნებს მიხეილ სააკაშვილის უარი უჩენს დამატებითი კვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მოწმობს, მიხეილ სააკაშვილი იმდენად ცუდად არ არის როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ და მისი თვითმიზანი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავის დაღწევაა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში